წესები & პირობები

შესავალი

მოცემულ ვებ-გვერდზე დაწერილი ვებ-საიტის https://beautyhub.ge/ (https://blog.beautyhub.ge/) სტანდარტული წესები და პირობები არეგულირებს მოცემული საიტის მართვას და გამოყენებას. მოცემული ვებ-საიტი წარმოადგენს შპს “ჰაბი”-ს (ს/კ 405319962) საკუთრებას.

თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს, თქვენ ვერ ისარგებლებთ ამ საიტით.

18 წელზე უმცროსი ასაკის პირებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ წინამდებარე ვებ-საიტი.

 

1.    ტერმინთა განმარტება

1.1.   წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

1.1.1.      ანგარიში – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-საიტზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

1.1.2.      ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს  წინამდებარე წესების და პირობების განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;

1.1.3.      გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომის და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-საიტზე;

1.1.4.      ვებ-საიტი – ნიშნავს  beautyhub.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;

1.1.5.      მომხმარებელი (მყიდველი), თქვენ –   ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს beautyhub.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს გამყიდველის პროდუქცია;

1.1.6.      „ბიუთიჰაბი“, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს beautyhub.ge-ს,  რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405319962, რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, შ.ნუცუბიძის ფერდ. 4, კორ. 23.;

1.1.7.     მხარეები – ნიშნავს ბუთიჰაბს და  მის მომხმარებლებს;

1.1.8.      ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით  განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.

1.1.9. უნივერსალური იდენტიფიკატორები – beautyhub.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს beautyhub.ge-ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;

1.1.10. ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და beautyhub.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2.      ზოგადი პირობები

2.1.    ვებ-საიტით სარგებლობისას თქვენ:

2.1.1.  ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებ-საიტის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;

2.1.2.  დაიცავთ ხელშეკრულებაში არსებულ პირობებს და ვებ-საიტით სარგებლობის წესებს.

2.1.3.  თანამშრომლობის პროცესში წარმოადგენთ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, იმისთვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;

2.1.4.  დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების პარამეტრებს, რათა დაცული იყოს თქვენი კონფიდენციალურობა.

2.1.5.  არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც ითვალისწინებს სხვა მომხმარებლის პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაციის, ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებას და სხვა მომხმარებლის პირადი გვერდის მართვას.

2.1.6.  არ წარმოადგენთ თავს სხვა მომხმარებლად, არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და სხვა მომხმარებლის გვერდს;

2.1.7.  არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ-საიტის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;

2.1.8.  არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით ან ამ ხელშეკრულების პირობებით.

3.      მომხმარებლის ანგარიშის გახსნა (რეგისტრაცია)

3.1.    რეგისტრაცია

3.1.1. beautyhub.ge-ზე მომხმარებელი ანგარიშს ქმნის შეკვეთის გაფორმებისას;

3.1.2. ვებ-საიტზე პროდუქციის შეძენა შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს;

3.1.3. ანგარიშის შექმნისას მომხმარებლის სახელი ავტომატურად გენერირდება მისი სახელის, გვარის ან ელ. ფოსტის საფუძველზე და იგზავნება რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე. პაროლიც ავტომატურად გენერირდება და იგზავნება მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ამდენად, აუცილებელია რეგისტრაციისას გამოიყენოთ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი;

3.1.4. შეკვეთის გაფორმების (რეგისტრაციის) შემთხვევაში მომხმარებელი უთითებს ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას, რაც აუცილებელია მომსახურების სრულყოფილად განსახორციელებლად;

3.1.5. ვებ-საიტზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, არ აქვთ უფლება თქვენს მაგიერ დარეგისტრირდნენ და გახსნან ანგარიში. არც თქვენ შეგიძლიათ რომელიმე ამ პირს დაავალოთ თქვენი ანგარიშით სარგებლობა თქვენს ნაცვლად.

4.       მომხმარებლის იდენტიფიკატორები და მისი გამოყენების პირობები

4.1.    ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

4.1.1.  პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება:  სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი და ა.შ.;

4.1.2.  როდესაც თქვენ (მომხმარებელი) ჩვენი ვებ-საიტის საშუალებით ერთვებით რაიმე ქმედებაში, კერძოდ ყიდულობთ პროდუქციას ან მომსახურებას, ჩვენი მხარე ითხოვს ყველა ჩამოთვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემის შეყვანას, რომ ხარისხიანად შევძლოთ ჩვენი მოვალეობის შესრულება.

4.2.     არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP” მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე.~

4.3.    არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენს მიერ მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.

5.    იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

5.1.   მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია და ენიჭება მომხმარებელს პირველი რეგისტრაციისას;

5.2.   პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც სისტემა უგზავნის რეგისტრირებულ ელ.ფოსტაზე სისტემაში რეგისტრაციისთანავე. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ.

5.3.   მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს შეტყობინებას განხორციელებულ შეკვეთაზე;

5.4.   მომხმარებლის პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი;

5.5.   მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

5.6.   მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის ბიუთიჰაბმა შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

6.    ავტორიზაცია

6.1.   ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-საიტის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.

6.2.   ავტორიზაცია  ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

7. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის გაფორმება, შეკვეთის განთავსება – ყიდვა

7.1.   თუ ჯერ არ ხართ ავტორიზებული და პირველად ახორციელებთ ყიდვას ბიუთიჰაბზე, სასურველი ნივთების კალათაში მოთავსების შემდეგ ახორციელებთ შეკვეთის გაფორმებას და რეგისტრაციას ერთდროულად;

7.2.   შეკვეთის გაფორმების შემდეგ გენიჭებათ უნიკალური ანგარიშის იდენტიფიკატორი და პაროლი, რომელიც გეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე;

7.3.   თუ თქვენ გადაიფიქრეთ არჩეული ნივთის ყიდვა, უარი ტრანზაქციაზე შეგიძლიათ მხოლოდ შეკვეთის განთავსებამდე და თანხის გადახდამდე. ამისთვის, უბრალოდ ბრუნდებით თქვენს ვირტუალურ კალათაში და შლით ყველა არჩეულ პროდუქტს;

7.4.   კალათაში პროდუქციის განთავსებამდე, შესაძლებელია გამოიყენოთ სურვილების სია (Wishlist) და უკვე როდესაც დარწმუნდებით სასურველ არჩევანში, პროდუქცია გადაიტანოთ ვირტუალურ კალათაში;

7.5.   შეკვეთის გაფორმების შემდეგ, მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც მოცემულია მყიდველის ყველა მონაცემი, რომელიც მან რეგისტრაციის დროს დააფიქსირა. ბიუთიჰაბის მხრიდან საკუთარი მოვალეობის სრულყოფილად შესასრულებლად, აუცილებელია ყველა მონაცემი იყოს ზუსტად დაფიქსირებული;

7.6.   beautyhub.ge იყენებს TPAY-ის გადახდის სისტემას. შეკვეთის საბოლოოდ დასასრულებლად, უნდა მოახდინოთ ანგარიშსწორება მოცემული გადახდის სისტემით.

7.7.   მომხმარებლის მიერ beautyhub.ge პლატფორმის საშუალებით არჩეული ნივთი შეძენილად ითვლება და მომხმარებელს ნივთზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც ეს ნივთი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ პირს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მიტანის ადგილას ჩაბარდება;

7.8.   კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმება;

7.9.   თუ კომპანია გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას, კომპანია ვალდებულია  მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის გაუქმებამდე.

8.    ანგარიშსწორება

8.1.   მომხმარებელი საიტზე beautyhub.ge ანგარიშსწორებას ახორციელებს TPAY გადახდის სერვისის საშუალებით;

8.2. მოცემული სერვისით სარგებლობის სახელმძღვანელო ცალკე არის გაწერილი განყოფილებაში – „გზამკვლევი“, აგრეთვე სერვისზე რეგისტრაციის წესები შეგიძიათ იხილოთ TPAY-ის ვებ-საიტზე;

9.    დაბრუნების პოლიტიკა

9.1.  beautyhub.ge-ზე შეძენილი ნივთი უკან არ ბრუნდება. თითოეული პროდუქტის სრული აღწერილობა, შემადგენლობით, განთავსებულია პროდუქციის აღწერაში. ამდენად, თუ გაქვთ მიუღებლობა ან ალერგია პროდუქტის რომელიმე შემადგენელზე, გთხოვთ გულდასმით შეისწავლოთ ის და არ განახორციელოთ მისი შეძენა.

10. მიწოდება

10.1. პროდუქციის მიწოდება თბილისში ხორციელდება  შეკვეთის განთავსებიდან 24 საათის შემდეგ, სამუშაო დღეებში;

10.2. მიტანის ერთიანი ტარიფი თბილისის მასშტაბით და შემოგარენში არის 5 ლარი;

10.3. უახლოეს ხანებში დაიწყება რეგიონებში მიწოდება.

11. კავშირი

11.1. ბუთიჰაბთან კავშირის არხებია საიტზე მითითებული ტელეფონი: 0322424060;

11.2. სოციალური მედიის ჩათი,

11.3 ელ.ფოსტა: info@beautyhub.ge