არ არის მარაგში

MILA D’OPIZ – ჰიალურონის კონცენტრატი

HYALURONIC CONCENTRATE

კონცენტრატი – უფრო მეტი, ვიდრე შრატი!

მოცულობა: 5 მლ

65.00

არ არის მარაგში

აღწერა

ჰიალურონის კონცენტრატი – უფრო მეტი, ვიდრე შრატი!

💧💧💧3 სახის მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს სხვადასხვა დონეზე, ავსებს ნაოჭებს, ხსნის გაღიზიანებას. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის 20-25 წლიდან!

იდეალური კანისთვის, დღის მოვლა უნდა დაიწყოთ ჰიალურონის კონცენტრატით!

ეს არის ყველაზე კარგი ბაზა – დილის და საღამოს რუტინის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი!

💧აქტიური ინგრედიენტების განსაკუთრებული კომპლექსი – ჰიალურონის მჟავა, ვერცხლის მიკრო მოლეკულები და სხვა, ეხმარება კანს რეგენერაციაში და არეგულირებს ცხიმის წარმოექმნას. შესაბამისად, კანის ფერი და სტრუქტურა ერთგვაროვანი ხდება.

აქტიური კომპონენტები:

  • ☑️მაღალი
  • ☑️დაბალი და
  • ☑️ძალიან დაბალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა:
    • – ატენიანებს და ხანგრძლივად უნარჩუნებს კანს ტენიანობას სხვადასხვა დონეზე
    • – აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს;
    • – ასწორებს ნაოჭებს;
    • – ხსნის გაღიზიანებას;
    • – აფერხებს დაბერების პროცესს.

💧💧💧მაღალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა კანის ზედაპირზე ქმნის დამცავ გარსს, რომელიც ეფექტიანად ატენიანებს, ხსნის გაღიზიანებას, კანს ანიჭებს სიგლუვეს და სიმკვრივეს.

💧💧დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა LMW აღწევს ეპიდერმისში, ამკვრივებს კანს და უჯრედშორის სივრცეებში ავსებს საკუთარი ჰიალურონის მჟავას დანაკლისს.

💧ძალიან დაბალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა აღწევს კანის ღრმა ფენებში, აძლიერებს რეგენერაციას და ასწორებს ნაოჭებს.

უფერო, უსუნო, გამჭვირვალე ჰიალურონის გელი წაისვით დილით და საღამოს სახეზე და კისერზე კრემის ქვეშ. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის 20-25 წლიდან – კანის მდგომარეობიდან გამომდინარე…

👉კონცენტრატის გამოყენება რეკომენდებულია 28 დღის განმავლობაში კურსის სახით.

ასევე, რეკომენდებულია ნებისმიერი დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი პროცედურებში გამოსაყენებლად – მათ შორის აპარატული მეთოდითაც.

☑️მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, შეიძლება შრატის ელექტროფორეზით შეყვანა. ასევე, კონცენტრატი გამოიყენება პროფესიული პროცედურებისას, იონო და ფონოფორეზის დროს.

შემადგენლობა: Aqua (Water), Pentylene Glycol, Sodium Hyaluronate, Phenoxyethanol, Ethylhexylglycerin

გაფრთხილება: გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ პროდუქციის შემადგენლობას, რომ გამორიცხოთ მის რომელიმე შემადგენელ კომპონენტზე ალერგია.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

MILA D'OPIZ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „MILA D’OPIZ – ჰიალურონის კონცენტრატი“