არ არის მარაგში

MILA D’OPIZ – ცხიმიანი კანის კონცენტრატი

Purifyng  Ampoule – ცხიმიანი კანის კონცენტრატი

მოცულობა: 5 მლ

არტიკული: 7007-2

50.00

არ არის მარაგში

აღწერა

Purifyng  Ampoule – ცხიმიანი კანის კონცენტრატი – ღია მწვანე ფერის, ცხიმიანი და პრობლემური კანის სამკურნალო კონცენტრატი, რომელიც მდიდარია აქტიური კომპონენტებით, ეფექტურად აღადგენს ცხიმიანი კანის ბალანსს და ათავისუფლებს ნაკლოვანებებისგან. ხსნის გაღიაზინებს, ხელს უშლის ფორების დახშობას, აქრობს გამონაყარს და კომედონებს, აქვს მატირების ეფექტი.

Seboclear კომპლექსი, რომელიც შედგება მრავალძარღვას ფოთლების ექსტრაქტისაგან,მაგონიის კენკრისგან და ნატრიუმის სალიციტატისგან ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანთებისაწინააღმდეგო, შემახორცებელი ეფქტი. ხელს უშლის ფორების დახშობას.

Ac.Net მოქმედებს ოთხივე პატოგენეზურ მექანიზმზე: სებორეა, ჰიპერკერატოზი, ანთება და ბაქტერიების მოშორება. ოლეანის მჟავა  ახდენს 5 ალფა  რედუქტაზას ინჰიბირებას , რითიც ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტიურობას.

კონცენტრატის დღეში ორჯერ  გამოყენებიდან 6 კვირის შემდეგ გამონაყარი და კომედონების რაოდენობა მცირდება 55-65%-ით. გამოიყენეთ დილას და საღამოს მთელ სახეზე ან გამონაყარზე ლოკალურად. კონცენტრატი დაიტანეთ გაღიზიანებულ უბნებზე და მაშინ თქვენ თავიდან აირიდებთ ჩიექოვან გამონაყარს.  კონცენტრატი გამოიყენება კურსის სახით ცხიმიანი კანის სამკურნალო კრემის ქვეშ.

კონცენტრატი ასევე გამოიყენება იონო და ფონოფორეზისთვის.

NouriSh & Calm Ampoule – მკვებავი და დამამშვიდებელი კონცენტრატი- ხასიათდება ძლიერი აღმდგენი ეფექტით. კვებავს და აღადგენს კანს, ამაღლებს კანის ტენის შემაკავებელ ფუნქციას, მატებს  კანს  სიმკვრივეს და ელასტიურობას, ათანაბრებს კანის მიკრო რელიეფს, ხსნის გაღიზიანებას და სიმშრალის შეგრძნებას, აღადგენს ჰიდრო-ლიპიდურ ბარიერს, ეწინააღმდეგება დაბერების პროცესს.

კონცენტრატი დაიტანეთ დილას და საღამოს სახეზე და კისერზე საცხის ქვეშ. უხდება ყველა ტიპის კანს ,განსაკუთრებით მშრალს.

აქტიური კომპონენტები:

  • მაკადამიის ზეთი
  • ინკა-ინჩის ზეთი
  • გარგრის კურკის ზეთი
  • A, C, E ვიტამინები
  • კოფერმენტ Q10
  • ცერამიდები
  • სოიოს ექსტრაქტი
  • ზეთისხილის სქვალენი

ინკა-ინჩის ზეთი –  არის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების  უნიკალური წყარო, მათშორის ომეგა 3 და ომეგა 6. აღადგენს უჯრედოვანი მემბრანის მთლიანობას. აღადგენს კანის ლიპიდურ ბალანსს. ინკა-ინჩის ზეთი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიტამინი A, E.

ზეთი იცავს კანს გაუწყლოებისგან, აძლიერებს კანის დამცველობით ფუნქციას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ასევე კარგად უმკლავდება კანის სიმშრალეს, ანთებას და გაღიზიანებას.

გარგლის კურკის ზეთი – გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური ეფექტურობით, ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.გარგლის ზეთი ადვილად იწოვება, ადვილად  აღწევს კანის ყველაზე ღრმა შრეებში და ატენიანებს მას. მასში შემავალი ვიტამინები და ამინომჟავები ძალიან სასარგებლო და აუცილებელია თვალის ირგვლივი ზონის, კისრის და დეკოლტეს დასატენიანებლად. იგი კარგად აცოცხლებს დაღლილ კანს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, კანს მატებს ელასტიურობას და სიმკვრივეს, აღადგენს მის ბარიერულ ფუნქციას. შესანიშნავად აკავებს ტენს კანში, ხსნის დაჭიმულობის, სიწითლის და დისკომფორტის შეგრძნებას. გამოიყენება ყველა ასაკის კანზე ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.

კოფერმენტ Q10 – კოფემენტ Q10 შეიცავს თითქმის ყველა ცოცხალი უჯრედი, ამიტომ მას მეორენაირად (სხვაგვარად) უწოდებენ ყოვლისმომცველს. 28-30 წლის შემდეგ ორგანიზმში იკლებს კოფერმენტ Q10 რაოდენობა, ამიტომ მისი შემცირება ითვლება დაბერების ერთერთ მიზეზად. კოფერმენტ Q10 აჩქარებს რეგენერაციას, ნივთიერებათა ცვლას და ატფ მსგავსად ეხმარება უჯრედს ენერგიის გამომუშავებაში. ასევე ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ხელს უშლის ელასტიური ბოჭკოების დაშლას,ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ეხმარება კანს დიდხანს შეინარჩუნოს ელასტიურობა და სიმკვრივე. კოფერმენტ Q10 გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით, აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს ანთებას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ნაკაწრებს, მზისგან დამწვრობებს, ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს.

კერამიდები – ეს არის ლიპიდები, რომლებიც ცხიმოვან მჟავებთან და ქოლესტერინთან ერთად აყალიბებენ კანის ლიპიდურ ბარიერს. კერამიდების რაოდენოდა და შენადგენლობა პირდაპირ მოქმედებს კანის უჯრედების გაყოფა, ზრდა და დაბერების პროცესზე. ასაკთან ერთად და გარემოს მავნე ზემოქმედების შედეგად კანში კერამიდების რაოდენობა იკლებს, რაც იწვევს კანის ბარიერის და ტენიანობის დარღვევას.  კერამიდების შემცველი საცხები შესანიშნავად აღადგენენ დაბერებულ( ასაკოვან),  დაზიანებულ კანს. კერამიდების გამოყენება აუცილებელიც კია პილინგების, დერმაბრაზიის და სხვა პროცედურების შემდეგ, როდესაც ხდება კანის ზედაპირის მექანიკური დაზიანება.

სქვალენი (Squalene) – ეს არის ბუნებრივი უჯერი ნახშირწყალი, რომელიც მიეკუთვნება კაროტინოიდებს. ის პირველად აღმოაჩინეს იაპონელმა მეცნიერებმა 1916 წელს, როდესაც იკვლევდნენ ღრმაწყლოვანი ზვიგენების დრეგრძელობის მიზეზს. აღმოჩნდა,რომ ღვიძლი გამოიმუშავებს სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც წყლის მოლეკულასთან შეერთებისას გამოყოფს ჟანგბადს, რომელიც ამარაგებს ზვიგენს ოკეანის სიღრმეებში. ნივთიერებას უწოდეს სქვალენი (ლათინურად ზვიგენი – Squalus). შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ სქვალენს ასევე გამოყოფს ადამიანის ღვიძლიც და გამოიყოფა კანის სეკრეტით. ეს არამდგრადი ნივთიერება საჭიროებს წყალბადთან შეერთებას, რომელსაც სქვალენი იღებს წყლიდან. საბოლოო რეაქციით მიღებული ჟანგბადი აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ავთვისებიან უჯრედებს, იცავს ორგანიზმს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებისგან, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას. იგი ასევე არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ინარჩუნებს წყლის ბალანსს ორგანიზმში, ატენიანებს კანს, აძლიერებს იმუნიტეტს. სქვალენი აუმჯობესებს მშრალი და მგრძნობიარე კანის მდგომარეობას, ხსნის გაღიზიანების და სიმშრალის შეგრძნებებისგან.

შემადგენლობა: Aqua (Water), Glycerin, Polysorbate 20, PEG-14 Dimethicone, Butylene Glycol, Phenoxyethanol, PEG-60 Almond Glycerides, Hydroxyethylcellulose, Methyl Gluceth-10, Alcohol, Caprylyl Glycol, Parfum (Fragrance), Ethylhexylglycerin, Sodium Salicylate, Sodium Benzotriazolyl Butylphenol Sulfonate, Plantago Lanceolata Leaf Extract, Carbomer, Sodium Citrate, Mahonia Aquifolium Root Extract, Nordihydroguaiaretic Acid, Oleanolic Acid, Citric Acid, Sodium Metabisulfite, CI 19140 (Yellow 5), CI 42090, Biotin, Sodium Chloride, Sodium Sulfate.

გაფრთხილება: გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ პროდუქციის შემადგენლობას, რომ გამორიცხოთ მის რომელიმე შემადგენელ კომპონენტზე ალერგია.

 

Mila d’Opiz-ის პროდუქცია დამზადებულია IS0 9001 ხარისხის სტანდარტის შესაბამისად და ტესტირებულია კლინიკურად!

სერთიფიკატები: Swiss-Medic certificate, Cosmetics GMP, Pharma GMP, ISO 9001, ISO 22716.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

MILA D'OPIZ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „MILA D’OPIZ – ცხიმიანი კანის კონცენტრატი“