ვინ ვართ ჩვენ
ჩვენი ვებ–გვერდის მისამართია: https://beautyhub.ge/
რა სახის პირად ინფორმაციას ვინახავთ და რა მიზნით
ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (პერსონალური ინფორმაცია) და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მეშვეობით ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. თქვენ მიერ ჩვენი ვებ-საიტის მეშვეობით აქტივობაში ჩართვისას, შესაძლოა, გთხოვოთ, გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითიც შევძლებთ თქვენ იდენტიფიცირებას.
ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:
ა) ანგარიშის გახსნა;
ბ) ჩვენთან პროდუქტის ან მომსახურების შეკვეთა;
გ) ინფორმაციის გაგზავნა და/ან რაიმე ინფორმაციის განხილვის გვერდზე დადება;
დ) კომენტარის განთავსება, ჩვენთვის ან ჩვენი პარტნიორებისათვის საკუთარი აზრის გაზიარება;
ე) ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა;
ვ) ჩვენთან დასაქმების მიზნით განცხადების გამოგზავნა;
ზ) ჩვენი ვებ-საიტის მეშვეობით მესამე მხარეთა მიერ წარმოდგენილი სპეციალური შეთავაზებებისათვის დარეგისტრირება (ერთობლივად მოიხსენიება, როგორც „საიდენტიფიკაციო აქტივობები“).
(საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ გადაწყვეტთ საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვას, შესაძლოა, გთხოვოთ გარკვეული პირადი ინფორმაციის წარმოდგენა, როგორიცაა: სახელი და გვარი; ელექტრონული ფოსტის მისამართი; სქესი; დაბადების თარიღი; ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომლის შევსებაც ნებაყოფლობითია.)
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა “Uniform Resource Locator” „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით იქამდე სანამ ჩვენს ვებ-გვერდზე შეხვიდოდით, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-საიტით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმის მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“.
ჩვენს ვებგვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:
ა) IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა;
ბ) ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ;
გ) ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-საიტზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებ-საიტის ინტერაქტიულ ელემენტების გამოყენება და ა.შ;
დ) ვებგვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
- ინფორმაციის მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებისთვის
- ვებ გვერდის მუშაობის დასახვეწად (მიწოდებისა და სხვა ოპერაციების განხორციელებისთვის)
- მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის განვითარებისთვის (საურთიერთო დეტალების დასაზუსტებლად)
- გადახდის ტრანზაქციების შეუფერხებლად განსახორციელებლად
- ინფორმაცია არ გაიყიდება აბ გასხვისდება, გაიცვლება, გადაეცემა გარეშე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შესაბამისი მოთხოვნის და უფლების გარეშე.
- კონკურსის, აქციის, გამოკითხვის ან სხვა მსგავსი ქმედების ადმინისტრირებისთვის
- საინფორმაციო ელფოსტის დასაგზავნად
- თქვენს მიერ მოწოდებული ელ ფოსტის მისამართი გამოიყენება შეკვეთის შესახებ და სხვა განახლებებზე ინფორმაციის მოსაწოდებლად
როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა თანამედროვე სისტემა და მეთოდი გამოიყენება, რაც თქვენი პირადი და საგადახადო მონაცემების სრულ კონფიდენციალობას გულისხმობს და იცავს.
ეს არის დაცული სერვერი. ნებისმიერი ინფორმაცია გადაიცემა SSL ტექნოლოგიით შიფრაციით და წვდომა მხოლოდ ავტორიზებულ სისტემასა და ორგანოს აქვს.
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, ჩვენს ვებგვერდზე თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის ყიდვის დროს იყენებთ QR კოდით გადახდას მობაილ-ბანკინგით ან Tpay-ის აპლიკაციით ან თიბისის ინტერნეტ ბანკს ან Tpay-ის მომხმარებელს, ჩვენთვის თქვენი საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება. თქვენს საკრედიტო, სადებეტო ბარათებზე ან საბანკო ანგარიშებზე ინფორმაცია ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.
არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობა
ჩვენი მომსახურება არ ვრცელდება 18 წლის ასაკს ქვემოთ პირებზე.
კომენტარები
თუ სტუმარი დატოვებს კომენტარს საიტზე, ჩვენ შევაგროვებთ ფორმაში მითითებულ მონაცემებს, აგრეთვე IP-მისამართს და ბრაუზერის user-agent-ის მონაცემებს, სპამის გამოვლენის მიზნით.
ანონიმიზირებული სტრიქონი, რომელიც იქმნება თქვენი ელფოსტის მისამართიდან (ე.წ. „ჰეში“), შესაძლოა გადაეცეს სერვისს Gravatar, რათა მოხდეს იმის გარკვევა, იყენებთ თუ არა თქვენ მას. Gravatar-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია აქ: https://automattic.com/privacy/ . კომენტარის გამოქვეყნების შემდგომ თქვენი პროფილის გამოსახულება საჯაროდ გამოჩნდება თქვენი კომენტარის კონტექსტში.
მედია
თუ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი და ატვირთეთ ფოტო საიტზე, ჯობია თავიდან აიცილოთ EXIF-მონაცემებით ფოტოს ატვირთვა, ვინაიდან ისინი შეიცავენ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ნებისმიერს შეუძლია ამ ინფორმაციის ამოღება ფოტოდან.
Cookies გამოყენება „მზა ჩანაწერები“ (Cookies)
თუ დატოვებთ კომენტარს ჩვენს საიტზე, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი სახელის, ელფოსტისა და ვებ-გვერდის მისამართის შენახვის შესაძლებლობა ქუქი-ფაილში. ეს კეთდება თქვენი კომფორტისათვის, რათა ხელახლა არ მოგიწიოთ იგივე მონაცემებსი შეტანა მორიგი კომენტარის დატოვებისას. ეს ქუქი-ფაილები ერთი წელი ინახება.
პირად ანგარიშში შევლისას, ჩვენ ასევე ვაგზავნით რამოდენიმე ქუქი-ფაილს თქვენს კომპიუტერში, ეკრანის პარამეტრების ინფორმაციით. შესვლის ქუქი-ფაილი ორი დღე ინახება, ეკრანის პარამეტრების — 1 წელი. თუ აირჩევთ პარამეტრს „დამიმახსოვრე“, შესვლის პარამეტრები შენახული იქნება ორი კვირის განმავლობაში. ანგარიშიდან გამოსვლისას ქუქი-ფაილი წაიშლება.
სტატიის ჩასწორების, ან გამოქვეყნებისას ბრაუზერში შენახული იქნება დამატებითი ქუქი-ფაილი, ის არ შეიცავს პირად მონაცემებს, არამედ მხოლოდ ჩასწორებული ჩანაწერის ID-ის და ვადა გასდის 1 დღეში.
სხვა საიტების ჩადგმადი შიგთავსი
სტატიები ამ საიტზე შესაძლოა შეიცავდნენ ჩადგმად შიგთავსს (მაგალითად ვიდეო, გამოსახულება, სტატია და ა.შ.). მსგავსი სახის შიგთავსი ისევე იქცევა, თითქოს მომხმარებელი გადავიდა სხვა საიტზე.
ეს საიტები შესაძლოა აგროვებენ მონაცემებს თქვენს შესახებ, იყენებენ ქუქი-ფაილებს, ამატებენ დამატებითი თვალთვალის ხერხებს მესამე მხარისაგან და თვალყურს ადევნებენ თქვენს ურთიერთქმედებას შიგთავსთან, მათ შორის ურთიერთქმედებას იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორიზებული ხართ საიტზე და გაქვთ ანგარიში.
გაიცემა თუ არა ინფორმაცია გარეშე მხარეებზე?
ჩვენ არ ვყიდით, ვცვლით და/ან სხვა რამე ფორმით არ ვასხვისებთ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. ეს არ მოიცავს იმ სანდო პარტნიორ მესამე პირს, რომელიც ახდენს ვებგვერდის მომსახურებას და სხვადასხვა სახის შესაბამისი სერვისის მოწოდებას. ეს მხარე ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციის სრულ კონფიდენციალობას. ინფორმაცია შესაძლოა გაიცეს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ და ოფიციალური საბუთით მოთხოვნის შემთხვევაში.
გარეშე ბმულები
პერიოდულად ჩვენი შეხედულებისამებრ შესაძლოა გვერდს დავურთოთ გარეშე მომწოდებლის ბმულები. მესამე პირი სარგებლობს დამოუკიდებელი კონფიდენციალობის პირობებით და ამდენად ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მათი ბმულების შემადგენლობასა და შინაარსზე. ამის მიუხედავად ნებისმიერი სახის შეუსაბამობა მაქსიმალურად იდენტიფიცირებული და აღმოფხვრილი იქნება.
თანხმობა
ამ გვერდით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით ჩვენს მიერ მითითებულ პირობებს.
რამდენად დიდხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს
თუ თქვენ დაწერთ კომენტარს, მაშინ კომენტარიც და მისი მეტა-მონაცემები შეინახება უსასრულოდ დიდი ხნით. ეს ხდება იმისათვის, რომ ავტომატურად მოხდეს შემდგომი კომენტარების ავტომატური გამოქვეყნება, ნაცვლად ხელით მისი მოწონებისა.
ჩვენს საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ჩვენ ვინახავთ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც მათ მიუთითეს პროფილში. ყველა მომხმარებელს შეუძლია ნახოს, ჩაასწოროს, ან წაშალოს მისი ინფორმაცია ნებისმიერ დროს (მომხმარებლის სახელის გარდა). ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ასევე შეუძლია დაინახოს ეს ინფორმაცია და შეცვალოს.
რა უფლებები გაქვთ პირად ინფორმაციაზე
საიტზე პირადი ანგარიშის არსებობისას, ან თუ თქვენ დატოვეთ კომენტარი, შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი ინფორმაციის ფაილის ექსპორტი, რომელიც ჩვენ შევინახეთ, მათ შორის თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ მონაცემების წაშლა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ ადმინისტრირების მიზნებისათვის, კანონის თანახმად, ან უსაფრთხოების მიზნით.
სად ვაგზავნით თქვენს ინფორმაციას
მომხმარებლების კომენტარები შესაძლოა ავტომატურად შემოწმდეს სპამის გამოვლენის სერვისით.
პირობების ცვლილება
პირობების არსებითად ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია გავრცელებული და მოწოდებული იქნება გვერდზე და/ან განახლდება ქვემოთ დართული დოკუმენტის თარიღი.
ბოლო ცვლილების პერიოდი 19.05. 2020
თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ.: +995 (032) 242 40 60
ელ-ფოსტა: info@beautyhub.ge