სახის მოვლის ფინალური ნოტი – Final Touch

 

BB-კრემის ახალი ფორმულა მოსახერხებელ შეფუთვაში დოზატორით შესანიშნავად ნიღბავს კანის ნაკლოვანებებს, ხსნის გაღიზიანებას და ანთებას, ატენიანებს, აახალგაზრდავებს და იცავს UV სხივებისგან. თხელი ტექსტურის კრემი არ შეიცავს ცხიმს, არ ახშობს ფორებს და საუკეთესოდ ერწყმის კანის ტონს. კანისთვის სასარგებლო და იდეალურად თანაბარი, მდგრადი მაკიაჟი გარანტირებულია მთელი დღის განმავლობაში!

BB-კრემი შეიცავს თანამედროვე დამატენიანებელ, დამამშვიდებელ, დაბერების საწინააღმდეგო კომპონენტებს და UV ფილტრებს.

Pepha-Tight ახალი ბიოტექნოლოგიური კომპლექსია გამოყოფილი Nannochloropsis Oculata მიკრო წყალმცენარეების ექსტრაქტიდან და Pullulan-ის პოლისაქარიდებიდან, რომელიც კანის ღრმა ფენებში  ჟანგვით სტრესს თრგუნავს, დერმაში კოლაგენის სინთეზს აძლიერებს, რაც ნაოჭებს მნიშვნელოვნად ამცირებს, აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს და  სახის კონტურებს აღადგენს. წყალმცენარე ნანოქლოროფსისი (Nannochloropsis) ძალიან მდიდარია მძლავრი ანტიოქსიდანტებით – ასტაქსანტინი, ზეაქსანტინი და კანტაქსანტინი, აგრეთვე  C, E და B ჯგუფის ვიტამინები. კომპლექსი არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, მას კარგად იღებს ნებისმიერი ტიპის კანი, მათ შორის ჰიპერმგრძნობიარე.

ჰიალურონის მჟავა შესანიშნავად ატენიანებს, ზრდის კანის უნარს შეინარჩუნოს ტენი, შიგნიდან ასწორებს ნაოჭებს და ანიჭებს კანს ნორჩ, ჯანსაღ იერს.

Vitami E (ტოკოფეროლი) კანს იცავს  UV სხივების და თავისუფალი რადიკალებისგან, აძლიერებს რეგენერაციას და აფერხებს დაბერების პროცესებს.