როგორ გავხსნა ანგარიში?

თუ თქვენ პირველად იმყოფებით ჩვენი მაღაზიის გვერდზე, რა თქმა უნდა, ჯერ არ გაქვთ პირადი ანგარიში და კაბინეტი www.beautyhub.ge-ზე.

„ბუთიჰაბის“ მომხმარებელი ანგარიშს ქმნის შეკვეთის გაფორმებისას. შეკვეთის გაფორმების გარეშე ანგარიშის რეგისტრაცია არ ხდება.

  • ვებ-საიტზე პროდუქციის შეძენა შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს

ანგარიშის შექმნისას მომხმარებლის სახელი ავტომატურად გენერირდება თქვენი სახელის, გვარის ან ელ. ფოსტის საფუძველზე და იგზავნება რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. პაროლიც ავტომატურად გენერირდება და იგზავნება მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ამდენად, აუცილებელია რეგისტრაციისას გამოიყენოთ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.

შეკვეთის გაფორმების (რეგისტრაციის) შემთხვევაში მომხმარებელი უთითებს ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას, რაც აუცილებელია მომსახურების სრულყოფილად განსახორციელებლად.

მივყვეთ თანმიმდევრულად, როგორ შევარჩიოთ სასურველი პროდუქცია, როგორ შევიძინოთ და გავხსნათ ანგარიში.

როგორ ვისარგებლო საიტით

ვებ-საიტის ქუდზე, ლოგოტიპის მარჯვნივ, არის მენიუს მანიშნებელი ღილაკი, მისი გააქტიურებით ვიძახებთ მენიუს. მენიუ  საშუალებას გვაძლევს გადავიდეთ მაღაზიაში, ავირჩევთ საჭირო კატეგორია ან გადავიდეთ ბრენდების პორტფელში, შევიდეთ ანგარიშში და სხვ.

  • მაღაზიის გვერდზე გადასვლა შეგვიძლია ლოგოტიპის მარცხნივ განთავსებული ხელჩანთის ხატულას მეშვეობით.

მაღაზია

მაღაზიის მუდმივი ბმულია: https://beautyhub.ge/shop/ .

საწყისი და საიტის ნებისმიერი გვერდიდან მაღაზიის გვერდზე გადასვლა  შესაძლებელია როგორც მენიუდან, ისე საიტის ქუდზე, ლოგოტიპის მარცხნივ განთავსებული  ხელჩანთის ხატულათი.

სასურველი პროდუქციის მოსაძებნად მაღაზიის გვერდზე დაგვეხმარება ორი სახის ფილტრი:

  1. ფილტრი დახარისხების ტიპით;
  2. პროდუქციის ძებნის გაფართოებული ფილტრი

პროდუქციას ვეძებთ კატეგორიის, ბრენდის, ფერის ან ფასის მიხედვით. მოვნიშნავთ ერთს ან რამდენიმე ფილტრს, მაგალითად კატეგორია – „თვალები“,  ბრენდი – „Eveline“,  ფერი – „შავი“ და ვაჭერთ ღილაკს – გაფილტრე.

მაღაზიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება ყველა ის პროდუქტი, რომლის ძებნის პარამეტრიც მივანიჭეთ პროდუქციის ფილტრს.

თუ სასურველი პროდუქცია ვერ მოვიძიეთ ამ პარამეტრებით, ვასუფთავებთ ფილტრს ახალი პარამეტრების მისანიჭებლად. ფილტრი სუფთავდება ხდება ერთი ბიჯით, „ფილტრის გასუფთავების“ ღილაკზე დაჭერით ან ფილტრის პარამეტრის გვერდით, ჯვარი ღილაკით.

როგორ ვყიდულობ?

ვირჩევ სასურველ პროდუქციას, მაგალითად ACM-ის „Depiwhite Advance cream“, თუ მჭირდება ერთზე მეტი პროდუქტის ყიდვა, ვამატებ რაოდენობას შესაბამის ფანჯარაში (1), ხოლო შემდეგ ვამატებთ კალათაში (2).

შემდეგი ეტაპი – თუ არ ვიძენ ერთზე მეტ პროდუქტს, ვათვალიერებ ჩემს კალათას.

სასურველი პროდუქციის რაოდენობის გაზრდა (1) თავისუფლად შეიძლება უკვე კალათაში. შემდეგ კი ვაძლევთ ბრძანებას „კალათის განახლება“ (2).

შეკვეთის გაფორმებამდე, კალათაში გამოისახება განახლებული და დაჯამებული თანხა.

შეკვეთის გაფორმება

შეკვეთის გაფორმების გვერდზე, აუცილებელია ყველა ფორმის შევსება ზუსტად და სრულად, რომ ჩვენ შევძლოთ განვახორციელოთ თქვენი მომსახურება.

პუნქტი: „მიწოდება განსხვავებულ მისამართზე“ შეგიძლიათ გამორთოთ. მაგრამ უკვე თუ დარეგისტრირებული ხართ ან გსურთ, სხვას გაუგზავნოთ საჩუქარი, მაშინ ავსებთ ამ გრაფებს.

გადახდამდე, გთხოვთ დააკვირდეთ და ზუსტად მონიშნოთ მიწოდების საფასური.

თუ თქვენი კალათის საერთო ღირებულება აჭარბებს 60 ლარს, მიტანის სერვისი თბილისის მასშტაბით უფასოა. ამიტომ უნდა მონიშნოთ უფასო მიწოდების მანიშნებელი.

გადახდის გვერდზე გადასასვლელად, საჭიროა დაეთანხმოთ ჩვენი მაღაზიის „წესებსა და პირობებს“.

გადახდა:  Tpay-ით ღილაკის დაჭერის შემდეგ, გადახვალთ  Tpay-ის გვერდზე. თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ გადახდის ამ სისტემით, იხილეთ აქ:

რეგისტრაცია

მიუხედავად იმისა, გადაიხდით თუ არა, TPAY-ის გვერდზე გადასვლის შემდეგ, თქვენი პირადი ანგარიში beautyhib.ge-ზე გახსნილია, მომხმარებლის სახელი და პაროლი გამოგზავნილია შეკვეთის გაფორმებისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

პირად ანგარიშში შესვლისას ნახავთ თქვენი შეკვეთის სტატუსს, როგორც მოცემულია სურათზე. პირადი ანგარიში გვერდზე, შეკვეთების ჩანართში თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ სასურველი ნივთის საფასური, ნახოთ შეკვეთის დეტალები ან გააუქმოთ შეკვეთა.

ჩვენი საიტი beautyhub.ge იყენებს გადახდის სისტემას .

რატომ?

სწრაფი და ინოვაციური გადახდის სერვისი, ბარათების მართვა და გადახდა ერთი სივრციდან!

„TPAY-ით გადახდის“ ღილაკზე დაჭერის შემდეგ, სისტემა გადაგიყვანთ გადახდის სერვისი სპეციალურ გვერდზე, სადაც ირჩევთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდს:

    1. გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით;
    2. QR კოდით გადახდა, რომელიც ხორციელდება თიბისის მობაილ ბანკით;
    3. ან შედიხართ Tpay-ის უკვე არსებულ ანგარიშში ინტერნეტ ბანკით ან Tpay-ის მომხმარებლით.

  1. პირველი მეთოდის არჩევისას შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები შესაბამის ველებში
  2. მეორე მეთოდის არჩევისას კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდება QR კოდი, რომელსაც ასკანირებთ მობაილ ბანკით.
  3. ან შედიხართ Tpay-ის უკვე არსებულ ანგარიშში თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკის მომხმარებლით.

 

I. გადახდა ნებისმიერი ანკის ბარათით. შეავსეთ შესაბამისი ველები:

II. მობაილბანკის აპლიკაციით QR სკანირება.

მობაილ ბანკის აპლიკაციაში QR-ის მდებარეობა.

მობაილ ბანკის მობილური აპლიკაციით QR სკანირება.

QR კოდის სკანირების შემდეგ სისტემა გამოგიტანთ შეტყობინებას გადახდის დასრულების შესახებ.

მესამე მეთოდის არჩევისას, Tpay-ის სისტემაში შედიხართ ინტერნეტბანკით (თუ ხართ თიბისის კლიენტი) ან რეგისტრირდებით სისტემაში. (რეგისტრაციის წესები იხილეთ https://tpay.ge/clients-ზე.).

სისტემა გთხოვთ მობილურის ნომრით ვერიფიკაციის კოდს:

სისტემაში შესვლის შემდეგ ირჩევთ იმ ბარათს, რომლითაც განახორციელებთ გადახდას.

გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას!